შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინა სმოლნიაკოვა-მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1908 წელს გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეს ფილიპე მახარაძეს ასტრახანში და აქტიური რევოლუციური მუშაობა გაშალა პოლიტიკურ გადასახლებულთა შორის. გადასახლების შემდეგ მახარაძეების ბინა ჯერ დონბასში, შემდეგ ბაქოში ბოლშევიკების შეხვედრის ადგილად იქცა. საქართველოში მენშევიკების ბატონობის დროს იგი აქტიურ პარტიულ ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა. 1918 წლიდან ვლადიკავკაზის (ახლ. ორჯონიკიძის) სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი იყო. შემდეგ კვლავ საქართველოში ცხოვრობდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს რაიონების მომარაგებას არალეგალური ბოლშევიკური ლიტერატურით. იგი არაერთხელ დააპატიმრა მენშევიკურმა მთავრობამ. 1921 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოზე იყო: საქართველოს სსრ განსახკომის ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე, განსახკომთან არსებული საბავშვო სახლების სამმართველოს უფროსი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართელოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.516 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |