The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ საყვარელიძე

ავთანდილ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1937  (82 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტი და სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემია.

1960-1972წწ. იყო ინჟინერი ქარხანა "ელექტროავტომატში", სწავლული მდივანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტში, განყოფილების გამგე სახელმწიფო კონტროლის რესპუბლიკურ კომიტეტში; 1973-1985წწ.  საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კპ თბილისის ორგანიზაციის კალინინის სახ. რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგე; 1986-1992წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1992 წლიდან მთავარი რედაქტორია; მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი და უზენაესი საბჭოების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.885


გააზიარე: