The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ კანდელაკი

სიმონ კანდელაკი
Date of birth:13 September, 1887
Date of death:25 February, 1966  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელ კულაში, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს.

1921-1938 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1930-1942 წლებში ხელმძღვანელობდა ტროპიკულ სნეულობათა კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას(შეთავსებით) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ს. კანდელაკი ძირითადად სწავლობდა ტროპიკული მედიცინის პრობლემებს: დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინალური მეთოდი; სსრკ-ში პირველმა ეფექტურად გამოიყენა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსური მეთოდი; საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახალი სახეობა, აგრეთვე ამიერკავკასიის ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რომლებსაც ს. კანდელაკის სახელი ეწოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936). პარაზიტოლოგი (მალარიოლოგი). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 365

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: