შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ციმაკურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. ცეკვა შეასწავლა ჯ. ბაგრატიონმა, კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1935–1938 წლებში იყო აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ლოტბარი ა. კავსაძე, ქორეოგრაფი ი. სუხიშვილი). 1937 წელს ამ კოლექტივთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ საქართველოს ხელოვნების დეკადაზე. 1936 წლიდან ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. 1938-1945 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში სოლისტ-მოცეკვავედ. 1938–1945 წლებში საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ხელმძღვანელები ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი) წევრი. 1950–1961 წლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი და მოცეკვავე. როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი თანამშრომლობდა სხვადასხვა დრამატულ თეატრებთან. ქორეოგრაფიული დადგმების ავტორია ცეკვებისა: სვერდლოვსკის მუს-კომედიის თეატრში "ჭრიჭინა", ა. კერესელიძის "ჯაზომანია", ვ. აბაშიძის დრამატულ თეატრში დადგმულ "არშინ მალ ალანი", "აფხაზური საქორწინო", "პარტიზანული", "აფხაზური", "პაემანი", "ქალ-ვაჟთა სატრფიალო". მიღებული აქვს სიგელები და ლაურეატის წოდებები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 546; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.139 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |