The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მახვილაძე

ნიკოლოზ მახვილაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1890
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1944  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თეთრი წყარო.

დაამთავრა სამხედრო სამედიცინო აკადემია 1941 წელს.

1925 წელს მისი თაოსნობით დაარსდა პროფესიულ სნეულებათა პოლიკლინიკა. ამ ბაზაზე 1927 წელს შეიქმნა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე (1959 წ. ინსტიტუტს მიენიჭა მახვილაძის სახელი). 1930-1936წწ. იყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე. 1936-1938წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას, ხოლო 1938 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას. მან პირველმა გამოთქვა აზრი საქართველოში პელაგრის ენდემურობის და მასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. გ. დიდებულიძესთან ერთად  დაასაბუთა (1923) საქართველოში ანკილოსტომიდოზის ენდემურობა; იმავე წელს დაადგინა ბრუცელოზის ენდემურობაც. მან შეისწავლა სამხარეო პათოლოგიური რევმატიზმის, მალარიის კლინიკისა და გავრცელების, ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზის, დიეთეტიკისა და სხვა საკითხები. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.519; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 623

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: