Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ მახვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: თეთრი წყარო. დაამთავრა სამხედრო სამედიცინო აკადემია 1941 წელს. 1925 წელს მისი თაოსნობით დაარსდა პროფესიულ სნეულებათა პოლიკლინიკა. ამ ბაზაზე 1927 წელს შეიქმნა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე (1959 წ. ინსტიტუტს მიენიჭა მახვილაძის სახელი). 1930-1936წწ. იყო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე. 1936-1938წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრას, ხოლო 1938 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრას. მან პირველმა გამოთქვა აზრი საქართველოში პელაგრის ენდემურობის და მასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. გ. დიდებულიძესთან ერთად დაასაბუთა (1923) საქართველოში ანკილოსტომიდოზის ენდემურობა; იმავე წელს დაადგინა ბრუცელოზის ენდემურობაც. მან შეისწავლა სამხარეო პათოლოგიური რევმატიზმის, მალარიის კლინიკისა და გავრცელების, ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზის, დიეთეტიკისა და სხვა საკითხები. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.519; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 623 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |