შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის (სანქტპეტერბურგი) I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტი 1937 წელს. ინსტიტუტის დამთავრების თანავე განაწილებით იწყებს მუშაობას ქირურგად ქ. ჯეზყაზღანში (ყაზახეთი); 1940 წელს ი. მგალობლიშვილს იწვევენ წითელი არმიის რიგებში, ლენინგრადის სამხედრო ოლქში, მუშაობდა ქირურგად ქ. ვოლოგდის სამხედრო ჰოსპიტალში; 1941-1945 წწ. ომის პერიოდში გაიარა გზა ასეულის ქირურგიდან უკრაინის II ფრონტის მეშვიდე გვარდიული არმიის ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსის თანამდებობამდე; 1945 წელს, არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობას იწყებს ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ორდინატორად, სადაც ამუშავებდა კლინიკურ-მორფოლოგიურ თემას ძვლის სიმსივნეების შესახებ; 1951 წელს კვლავ იწვევენ არმიის რიგებში კადრის ოფიცრად, ჯერ ქ. ჩიტაში, შემდეგ კი - ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის უფროს მასწავლებლად ზოგადი ქირურგიის კათედრაზე; აკადემიაში მუშაობის პერიოდში პირველად საბჭოთა კავშირში დაამუშავა მსხვილი ნაწლავიდან ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ოპერაციის მეთოდოლოგია; 1961 წელს ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის თემაზე მუშაობის დასრულების შემდეგ იცავს სადოქტორო დისერტაციას დისერტაციის დაცვისთანავე ინიშნება ლენინგრადის სამხედრო ოლქის მთავარ ქირურგად; 1965 წელს, ორმოცდაათი წლის ასაკში, ი. მგალობლიშვილი გადადის თადარიგში - სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის რანგში. ამავე წელს მას ირჩევენ ჩრდილოეთ ოსეთის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ; 1969 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1971 წელს სამუშაოდ გადმოდის საქართველოში, რესპუბლიკის მთავარი ქირურგის რანგში; ამ თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობასთან ერთად ორი წელი მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის, შემდეგი სამი წლის პერიოდში კი - ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორად; 1976-1979 წწ. განაგებდა მის მიერ დაფუძნებულ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრას; 1980-1985 წწ. პროფესორი ი. მგალობლიშვილი მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ დაავადებათა I კათედრის გამგედ; სიცოსხლის ბოლომდე, ეწეოდა დიდ საკონსულტაციო და პრაქტიკულ მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს და ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, მათ შორის: Создание искусственного пищевода из толстой кишки путем одномоментной операции («Вестник хирургии», 1956, №4, стр.119), О реезекции пищевода по поводу рака с предворительной антиторакальной пластикой («Вестник хирургии», 1957, №8, стр.112), Новый способ цекостомии («Вестник хирургии», 1959, №4, стр.135), Толстая кишка как пластический материал в хирургии пищевода («Вестник хирургии», 1960, №7, стр.156). მიღებული აქვს ოთხი საბრძოლო მედალი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1969). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის სიმსივნეების დიაგნოზი და მკურნალობა" ("Диагностика и лечение опухолей костей"), დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - თემაზე - "ხელოვნური საყლაპავის შექმნა მსხვილი ნაწლავიდან" ("Создание искусственного пищевода из толстой кишки"), დაიცვა 1961 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.526; მიხეილ მგალობლიშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა / თამაზ ლობჟანიძე ; გურამ მგალობლიშვილი.-თბ.,2020.-გვ.46 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |