შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სლავურ-რუსული განყოფილება 1914 წელს. სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1921 წლიდან. 1938-1975 წლებში იყო რუსული ენის კათედრის გამგე. კითხულობდა თანამედროვე რუსული ენის, რუსული ენის დიალექტოლოგიის, ძველი სლავური ენის, სლავური და ინდოევროპული ენების შედარებითი გრამატიკის კურსებს. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სახელმძღვანელოები ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის. რუსისტი, პროფესორი (1941). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.526; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 632-633 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |