შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შარახ ფაჩალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ააცი, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ვ. დომოგაროვის დრამატული სტუდია 1933 წელს, თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული აფხაზური სტუდია 1939 წელს. 1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობი და რეჟისორი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: იაგო (შექსპირის "ოტელო"), დანაყაი, ძუკუ (მ. ლაკერბაის "დანაყაი", "საბიდას ხევში"), ბატალი (ჭანბას "მაჰაჯირი"), შუშანი (გ. გულიას "გმირთა კლდე"), ვლადიმერ ხარაზია (შ. ფაჩალიას "უკვდავება"), ოსიპი (გოგოლის "რევიზორი"), ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აგაბო ბოგვერაძე (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ხაჯარათი (ბ. შინკუბას "სიმღერა კლდეზე") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია: დ. დავურინის "ვოლკოვების ოჯახი", ა. ოსტროევსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", დ. გულიას "მოჩვენებანი", ა. ცაგარლის "ხანუმა" და სხვა. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისმა პიესებმა "გუნდამ", "დიდმა ქორწილმა", "სოლუმანმა", "უკვდავებამ", "მაზლოუმ", "დაღუპულმა სიცოცხლემ" და სხვა. ხელი შეუწყვეს აფხაზეთის თეატრისა და დრამატურგიის განვითარებას. ფართო დიაპაზონის მსახიობი, დრამატურგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.243 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |