შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო მეგრელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი. რევოლუციურ მოღვაწეობაში 1902 წლიდან ჩაება. მონაწილეობდა 1905-1907წწ. შეიარაღებულ გამოსვლებში გურიაში. რეაქციის წლებში არალეგალურ პარტიულ მუშაობას განაგრძობდა აფხაზეთსა და გურიაში. 1918 წელს აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის პირველი რაიკომის წევრად. 1918-1920წწ. მენშევიკურმა მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა. 1920 წლის მაისში, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მუშაობდა თიანეთის მაზრაში პარტიის პასუხისმგებელ ორგანიზატორად. აქ იგი კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს საბჭოთა აზერბაიჯანში, სადაც მუშაობდა პარტიის განჯის სამაზრო კომიტეტის მდივნად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტზე იყო. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.536 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |