შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ მედვედევი![]()
ბიოგრაფიამუშაობდა თბილისში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტში ჯერ მეტყევედ (1867), შემდეგ კი (1890) მის რწმუნებულად ამიერკავკასიაში. მისი ძირითადი შრომები ეხება კავკასიის დენდროფლორას, მის ბოტანიკურ გეოგრაფიულ დარაიონებას, ფლორისა და მცენარეულობის ისტორიას. თავის მონოგრაფიაში "კავკასიის ხეები და ბუჩქები"(1883) აღწერა 370-მდე სახეობა და მოგვცა მათი მორფოლოგიურ - სისტემატური და ეკოლოგიური დახასიათება, გავრცელება და სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ტყეების მოწყობას ბორჯომის ხეობაში. აქვე საფუძველი ჩაუყარა ტყის ჯიშების გამოცდას კულტურაში. დააარსა (1895) თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პერიოდული ორგანო "თბილისის ბოტანიკური ბაღის შრომები", მისი პირადი ბიბლიოთეკა და კავკასიაში მოპოვებული მდიდარი ბოტანიკური და მინერალოგიური კოლექცია დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნუმიზმატიკური კოლექცია - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. იგი იყო მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი. რუსი მეტყევე-დენდროლოგი და ბოტანიკოს-გეოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.537; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.656 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |