| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში 1932 წელს. საინჟინრო ინსტიტუტში სწავლის დროსვე შეუდგა გამომგონებლობას. პირველი მანქანა გამოიგონა 1930 წლის ივნისში, შემდეგ კი 8 მანქანა-მოწყობილობა. მესამე გამოგონება "საქართველოს ჩაიმ" შეიძინა (26 კომისრის სახელობის ქარხანამ გამოუშვა 1937 წლის ივნისის ბოლოს). 1932-1941 წლებში მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში, შემდგომ კიევში თავის მიერ გამოგონებული წნეხების სრულყოფასა და დანერგვაზე. საყურადღებოა მისი აგურის მშრალად საწნეხი მანქანა მბრუნავი დაზგებით, რომლის დასამთავრებლადაც იძულებული იყო, ინსტიტუტისთვის დროებით თავი დაენებებინა. ამ გამოგონების პროექტი დაიცვა 1931 წლის ივნისში 14 სპეციალისტის მიერ შემდგარი კომისიის წინაშე და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. (ამ საქმეში ხელი შეუწყო სამრეწველო კავშირმა და მისმა თავმჯდომარემ ალ. მაისურაძემ). პროფ. გედევანიშვილმა, პროფ. პიტკევიჩმა, ინჟ. არუთინოვმა, ცნობილმა ინჟინერ-ტექნოლოგებმა ფიცხელაურმა, ვალკმა და მასლიკმა, ერთხმად მოიწონეს ეს გამოგონება და აღნიშნეს საამშენებლო საქმეში მისი დიდი მნიშვნელობა, (ეს გამოგონება - წნეხი გაცილებით ჯობდა არსებულ სხვა წნეხებს: ამერიკული წნეხები "რიდელი", "სპეციალი" 8 საათში უშვებდნენ 15.000 ცალ აგურს, გერმანული "დორსტენი", "ბერგერი" – 15-18.000-ს, "დორნბეში"–25.000-ს, ხოლო ალექსანდრე მელიას სისტემის წნეხი კი 8 საათის განმავლობაში სისტემატურად – 60.000 ცალ აგურს აწარმოებდა. ამავე მანქანით მზადდებოდა თერმობეტონი და თბობეტონი. გარდა ამისა, ალექსანდრე მელიამ გამოიგონა: აგურნარევი რკინა-ბეტონის საშენი მასალის დამამზადებელი მოწყობილობა; ნიადაგში ხელოვნური სასუქის შემტანი კომბაინი; ორმხრივი, განუწყვეტლივ მომუშავე პატეფონი და სხვ. ალექსანდრე მელიას გამოგონებათა ტექნიკა-წარმოებაში შემოღებისათვის მოსკოვის საბჭოს პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიურო. ინჟინერ-გამომგონებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.556; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.201; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

