შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ცხადაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის კოლეჯი 1983 წელს(კლარნეტი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2005–2011წწ. სწავლობდა ამსტერდამისა და ნიცის კონსერვატორიაში, პედაგოგები: დე ბური, მიშელ ლეტიეკი(კლარნეტი); გაიარა მასტერკლასები მუსიკოსებთან: კ. ლაისტერი, მ. პრეისლერი; ასრულებს კლარნეტის პარტიას ევროპის სხვადასხვა ცნობილ ორკესტრებთან, მონაწილეობს კამერულ კონცერტებში საქართველოსა და უცხოეთში; 2008 წლიდან არის დამაარსებელი და ხელმძღვანელი საქართველოში ყოველწლიური "თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალისა" და "ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის"(2012); აგრეთვე ჭიათურის მუსიკალური აკადემიის თანადამფუძნებელი(2009); 2013 წელს დააარსა(გიტარისტ ეზარ ელიასთან ერთად) დუეტი; რეპერტუარი: სტამიცი კონცერტი N3 B Dur, მოცარტი კონცერტი A Dur, მოცარტი სიმფონია კონჩერტანტე ჩასაბერისა და ორკესტრისათვის, ვებერი კონცერტინო N1 f moll, ბ. კრუსელი კონცერტი N2 f moll, კ. კურპინსკი კონცერტი B Dur, მენდელსონის, ბრამსის, დებიუსის, რ. შტრაუსის კონცერტები; კლარნეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 551 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |