შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია ერისთავი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა პეტარბურგის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე. სტუდენტობის დროს ეჭვმიტანილი იყო რევოლუციურ საქმიანობაში და საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ პროპაგანდაში. ერთი პერიოდი იმყოფებოდა რუსული პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1879 წელს საქართველოში დაბრუნდა და მამამისის - მიხეილ ერისთავის - მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. აგრძელებდა ჩაის კულტივირებას გურიაში, აქვეყნდებდა სამეცნიერო-კლევით ნაშრომებს აგრონომიის საკითხებში, მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო კონკურსებში. 1889-1898წწ. მომრიგებლად მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში, შემდეგ ხელმძღვანელობდა საკრედიტო საზოგადოებას ფოთსა და ქუთაისში. 1900 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ. 1907 წელს გადასახლდა პეტერბურგში. 1909 წ. არჩეული იყო სახელმწიფო საბჭოს წევრად, 1917 წელს -რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საადგილმამულო კრების წევრად (გარიცხეს გამოუცხადებლობისთვის). ავტორია გამოუქვენყებელი მოგონებებისა "ისტორიული სურათები. რუსული რევოლუციის ეპოქიდან. თვითმხილველის შთაბეჭდილებები და აზრები". დაცულია სოციალური ისტორიის ინსტიტუტის არქვიში, ამსტერდამში. ქართველი მეწარმე და პოლიტიკური მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |