The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ კუცია

დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:1912  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა (რომელიც არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან) და კომერციული სასწავლებელი.

1895 წელს მას მემკვიდრეობით დარჩა ბაბუამისის, - თავად ნიკოლოზ მიქაძის ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება (რომელიც იმხანად ერთ-ერთი უდიდესი წარმოება იყო საქართველოში) და ხე-ტყის ტარისა და ფართლეულის მაღაზიები აბაშაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში. 1905 წელს მიენიჭა პირველი გილდიის ვაჭრის წოდება, რაც კომერციის დარგში მეფის რუსეთში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. გარდა ამისა, მას ჰქონდა გრეხილი ავეჯის ფაბრიკა, რომლის ნაწარმის ექსპორტირება ხდებოდა თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში. საქართველოს გარდა, ევროპის და რუსეთის იმპერიის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებდა ფაბრიკის საფირმო მაღაზიები. ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას. არჩეული იყო სენაკის მაზრის თვითმმართველობის ხმოსნად (დეპუტატად) და აბაშის ოთხკლასიანი სკოლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ძალისხმევით გაიხსნა სამკითხველოები სუჯუნაში, აბაშასა და სენაკში. მუდმივად უწევდა ფინანსურ დახმარებას სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოების არაერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან. ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ნესტორ_კუცია

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: