The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ძნელაძე

Date of birth:10 December, 1935  (89 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1956 წელს.

1954–1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1963 წლიდან საქართველოს ფილარმონიის ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლების "რერო", "ორერა", "დიელო" საცეკვაო ჯგუფის სოლისტი; 1965 წლიდან მოღვაწეობდა ვიეტნამში; 1967 წელს ჩამოაყალიბა(ძმასთან, ავთანდილ ძნელაძესთან ერთად) ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლი "ინგური"; 1970–1976წწ. იყო ლენინგრადის "მიუზიკლ–ჰოლის" სოლისტი; 1987 წლიდან თ. ჩანტლაძის მინიატურების თეატრის ქორეოგრაფი; 1987–2000წწ. მოღვაწეობდა აფრიკის რესპუბლიკა ბურუნდიში; ქართული სპექტაკლები, ცეკვები, დადგმები: მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"(1979); გასტროლები: ავსტრია(საბალეტო დასთან ერთად), ინდონეზია, კუბა, ინდოეთი, პოლონეთი, გერმანია, მექსიკა, პერუ, ვენესუელა, ჩილე. მიღებული აქვს მოსკოვის საკავშირო კონკურსის I ხარისხის დიპლომი (1956), მოსკოვის მსოფლიო ფესტივალის დიპლომი (1957), ვიეტნამის გმირის ორდენი (1965).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 555

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

Share: