შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ კახაბერისძე![]()
ბიოგრაფიადასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად დიდად შეუწყო ხელი დავით IV ნარინის გამეფებას დასავლეთ საქართველოში. შემდგომში მოინდომა იმერეთში დავით ლაშას ძის გამეფება, მაგრამ უშედეგოდ. კავშირი დაამყარა მონღოლებთან, დავით ნარინს აუმხედრა აბაღა-ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული და დასავლეთ საქართველოში თავშეფარებული ღალღური. კახაბერისძე ყაენის კარზეც წაჰყვა ღალღურს და იქ დავით ნარინის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. იქიდან კახაბერისძე ქართლში, ატენში დაბრუნდა. დავით ნარინმა შეიწყალა ორგული ერისთავი და რაჭაც დაუბრუნა. მცირე ხნის შემდეგ კახაბერისძემ კვლავ უღალატა მეფეს. მონღოლ სარდალ ალიყანთან გააბა მიმოწერა დავით ნარინის შეპყრობის თაობაზე. მეფემ ხელთ იგდო კახაბერისძე, თვალები ამოშანთა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა, ერისთავის ორი შვილი განდევნეს კონსტანტინოპოლში. ამით დასრულდა კახაბერისძეების მფლობელობა რაჭაში. რაჭის ერისთავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 446
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |