შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1942 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ: დ. კაკაბაძე, ს. ქობულაძე, შ. მამალაძე; 1940 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ მულტიპლიკატორად, შემდეგ დამდგმელ მხატვრად; თბილისს უძღვნა ფერწერული ნამუშევრები: სერია "ვაკის პარკი" (1986), "მეეზოვე", "წინდების გამყიდველი", "მეტროს წინ" (სამივე - 1998); შექმნა დაზგური გრაფიკის ნიმუშები ("ძველი უბანი", 1956); ლინოგრავიურების სერია მხატვარ ნ. ფალავანდიშვილის ეტიუდებზე (1979) და სხვა; მას ეკუთვნის ესკიზები ნახატი ფილმებისათვის "ერთი ქილა ერბო", "განთიადის მომღერალი", "რწყილი და ჭიანჭველა", "მამაცი კურდღელი" და სხვა. ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-მულტიპლიკატორი. ანა შალიკაშვილის ნახატები დაცულია საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.917; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |