შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აფრასიონ მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალატყე, ზესტაფონის რაიონი. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლებისას ჩაება მოსწავლეთა არალეგალური წრის მუშაობაში. შემდეგ მისი ბინა ამ წრის წევრთა შეკრების ადგილად გადაიქცა. იქვე უშვებდნენ არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალს, რისთვისაც იგი 1891 წლის მარტში სემინარიიდან გარიცხეს. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა წითელ რაზმს შორაპნის მაზრაში. 1906 წელს იძულებული გახდა დაეშალა თავისი რაზმი და არალეგალურად ეცხოვრა ბათუმში. 1907 წელს კვლავ შეადგინა რაზმი და ბრძოლა განაგრძო ყვირილისა და ჩხარის მიდამოებში, რეაქციის წლებში მისმა რაზმმა მრავალჯერ დაამარცხა შორაპნის მაზრის პოლიცია (სოფელ სკანდერში, საზანოსა და არგვეთში), შემდეგ იგი ჭიათურაში მოქმედებდა. დაიღუპა პოლიციელებთან უთანასწორო ბრძოლაში. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |