შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გარი მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის აეროკლუბში (1940); 1942 წელს დაამთავრა არმავირის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. იბრძოდა ვორონეჟის, სტეპის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მოახდინა 412 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობდა 107 საჰაერო ბრძოლაში, რომლის დროსაც ჩამოაგდო მტრის 15 თვითმფრინავი. 97-ჯერ მიიტანა იერიში მტრის პოზიციებზე. 1945 წელს საბჭოთა მფრინავთაგან პირველმა ჩამოაგდო ფაშისტთა რეაქტიული თვითმფრინავი. 1952 წელს დაამთავრა წითელდროშოვანი სამხედრო-საჰაერო აკადემია; 1961 წელს გენერალური შტაბის აკადემია; 1970 წლიდან თადარიგში იყო. ავიაციის გენერალ-მაიორი (1966), მფრინავი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |