შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯონია, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1947 წელს და სკკპ ცკ-სთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1952 წელს. 1952-1953წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1953-154წწ. გამომცემლობა "სახელგამის" დირექტორი; 1972-1982წწ. ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1976 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი ნარკვევები 1932 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "სოციალისტური რეალიზმის შესახებ" 1954 წელს. მისი კვლევის მთავარი საგანია უახლესი და თანამედროვე საბჭოთა ქართული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები (წიგნები "პოეზია და ხალხი, 1956; "ლიტერატურა და ცხოვრება", 1956; "თანამედროვე ქართული რომანი საზღვარგარეთ", 1960). რუსულ ენაზე: "თვალთახედვა მხატვრისა", 1963; "თანამედროვე ქართული რომანი", 1965; "გრიგალას სიმღერა"- მ. გორკი. ცხოვრება და შემოქმედება", 1968; "რომანი და ეპოქა", 1973; "ფიქრები პოეზიაზე", 1975; "ლიტერატურა და თანამედროვეობა", 1978; "წერილები თანამედროვე მწერლობაზე", 1979; "შთაგონება მხატვრისა", 1980 და სხვა). მან თარგმნა მ. გორკის, ა. იაკოვლევის, ვ. არდამატსკისა და სხვათა ნაწარმოებები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |