The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე პოლტორაცკი

ივანე პოლტორაცკი
დაბადების თარიღი:1836
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1892  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოქროყანა
კატეგორია:თანამდებობის პირი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია.

მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. ახლოს იყო ილია ჭავჭავაძესთან; მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. ილიამ მას მიუძღვნა პოემა "აჩრდილი". პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნადეჟდა (ნადო) გაბაშვილზე. ის გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან იყო, რომელიც ზემელზე ცხოვრობდა. გაბაშვილები ფლობდნენ ოქროყანის მამულებს. მათ იქ ორი აგარაკი ჰქონდათ, ზემო და ქვემო. ზემო აგარაკის ორსართულიანი სახლი გადასცეს სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის. მოგვიანებით სკოლამ პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელი შეიძინა. პოლტორაცკებმა 1890 წელს ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი თბილისის ფუნიკულიორის ტერიტორია ბელგიურ კომპანიას გადასცეს იჯარით, რომელმაც ფუნიკულიორი გაიყვანა. რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_პოლტორაცკი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: