შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1980 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს. 1974-1976წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1977-1988წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 283 მატჩი (120 გოლი); სსრკ ნაკრებში - 26 მატჩი (10 გოლი), ევროპის საკლუბო ტურნირებზე - 38 მატჩი (19 გოლი); 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1981 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი; სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეყვანილი იყო 5-ჯერ; 1981 წელს "ფრანს ფუტბოლის" ანკეტაში შევიდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში (მე-7 ადგილი); 1981 წელს სსრკ საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში დაასახელეს მესამე ნომრად და აღიარეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; 1981 წელს სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი 23 გატანილი გოლით, გ. ფედოტოვის სახ. კლუბის წევრი (157 გოლი); გამოირჩეოდა მაღალი შედეგიანობით, საგოლე ალღოთი, ორივე ფეხით ზუსტი და მახვილი დარტყმებით, მეტოქის საჯარიმო მოედანზე აგრესიული თამაშით; სპორტის სახეობა: ფეხბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.924; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |