The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე შტერნი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

მისი პროექტებით XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში თბილისში ბევრი კერძო სახლი და რამდენიმე საზოგადო დანიშნულების ნაგებობა აშენდა; თბილისში ჩამოვიდა 1870 იანი წლების მიწურულს; იყო თბილისის საოპერო თეატრის შენობის ავტორის არქიტექტორ ვ. შრეტერის თანაშემწე და 1882 წლამდე მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა, შემდეგ ხელი მიჰყო დამოუკიდებელ დაპროექტებასა და მშენებლობას; ის ეპოქის დამახასიათებელი ფიგურაა; მის ნამუშევრებში ეკლექტიზმი ჩანს: "აგურის გოტიკის" ყაიდაზეა აშენებული საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და ბაქოს ქუჩის კუთხეში (1893); ხოლო "ისლამური" სტილიზაციისაა მისი საკუთარი სახლი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და ი. კრილოვის ქუჩის კუთხეში (1893-1894), ამავე ჯგუფს მიეკუთვნება მერიის შენობის ფასადიც. მაგრამ მის შემოქმედებაში უმთავრესი ადგილი მაინც რენესანსულ-ბაროკოულ სტილიზაციას უჭირავს; მისი დანერგილია ნაძერწი სამკაულებით, მრავალი არქიტექტორული დეტალითა და პროფილით გადატვირთული ფასადები, რომლებიც დიდად მომრავლდა თბილისში 1880 -იან და განსაკუთრებით 1890-იან წლებში; სხვა ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები დავით აღმაშენებლის პრ., 117 (1894; ფასადი ახლად გადაკეთებულია), ა. გრიბოედოვისა და ა. ჭავჭავაძის ქუჩების კუთხეში (1897).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.928



გააზიარე: