შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიადბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1957 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში კონფერანსიედ; 1960-1961წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1962 წლიდან - მის მიერ დაარსებული მინიატიურების თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი; საუკეთესო როლები: ლუარსაბი, ანატოლ ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ბესარიონ გაჩეჩილაძე (სპექტაკლები: "ლუარსაბ თათქარიძე", "ისევ სტყუით, ამხანაგო ნოვოსელცევ", "არ შეგირიგდები", "ახალ ბინას გილოცავთ", "პაემანი ხეზე, ანუ ბესარიონის თავგადასავალი"), თავადი ვახტანგ ვაჩნაძე, ალფონსო (მინიატურები "სტუმრად წასვლა", "ფული და სიყვარული") და სხვა; მისთვის დამახასიათებელი იყო იმიტაციისა და გარდასახვის დიდი უნარი, გამომსახველ საშუალებათა მრავალფეროვნება, აქტიორული ტექნიკა, ლირიზმი, იუმორი; თბილისში არის თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.930 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |