შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეპუ მეუნარგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი. მიიღო თუ არა სპეციალური განათლება, არ არის ცნობილი. ქართული ჭედური ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნა თავისი დროისთვის მნიშვნელოვანი ჭედური ძეგლები. მისი ნამუშევრებიდან ცნობილია მის მიერ ხელმოწერილი მარტვილის მაცხოვრის დიდი ჭედური ხატი და სოფელ აიას წმინდა გიორგის შედარებით პატარა ხატი. გარდა ამისა, მას აკუთვნებენ წალენჯიხის, ცაიშის (1843) ჭედურ ხატებს, რომლებზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი; აგრეთვე სოფელ ორბელის მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატს (1837). ამ ნამუშევრებს გარდა, ცაიშის ეკლესიაში ინახებოდა მის მიერ ხელმოწერილი ჯვარი და 2 სამწერობელი. ყველაზე მნიშვნელოვანია მარტვილის მაცხოვრის ხატი (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), რომელიც მას 1849 წელს შეუქმნია. ხატზე მოცემულ ფიგურათა პროპორციები მძიმეა, შედარებით მსუბუქად და ლამაზადაა დამუშავებული სამოსლის ნაოჭები, ხატს ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი. 1839 წელს მეფის მთავრობამ ოქრომჭედლობის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დედლით დააჯილდოვა. ქართველი ოქრომჭედელი. ძველი ქართული ჭედური ხელოვნების უკანასკნელი წარმომადგენელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 621
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |