შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ორი წელი მუშაობდა თბილისის ენერგეტიკულ ნაგებობათა ინსტიტუტში ინჟინერ-ლაბორანტის თანამდებობაზე. 1940-1943წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა "აზნავთობის" ტრესტის ერთ-ერთ საწარმოში ჯერ ელექტროსაამქროს უფროსად, შემდეგ მთავარ ენერგეტიკოსად; 1947 წლიდან პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანტიდატი (1949). 1958-1963წწ. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინასტიტუტში, ხელმძღვანელობდა ელექტრული მანქანების განყოფილებას. 4 მონოგრაფიის, 45 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე გამოგონების ავტორი. მისი შრომები ეძღვნება ელექტროენერგიის გარდაქმნის ტექნიკურ და მართვის სისტემების საკითხებს. 1972-1989წწ. ხელმძღვანელობდა ტექნიკური ელექტრონიკის კათედრას. მრავალი წლის მანძილზე იყო ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 475; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 627; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.162 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |