შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ქანთარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1926 წელს. 1945-1973წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგე. შეისწავლა ვაზის ქირურგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. დაადგინა ქლოროზით ვაზის დაავადების მიზეზები და დიფერენცირებული აგროტექნიკა. ნ. ჩახნახიშვილთან ერთად გამოიყვანა სუფრის ყურძნის ჯიშები: თბილისური, მუსკატური რქაწითელი და სხვა. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "მევენახეობის აგროტექნიკა" (1950), "მევენახეობა"(1965 მ. რამიშვილთან ერთად), "ვაზის ქირურგიის თეორია და პრაქტიკა", 1964, რუსულ ენაზე). აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), მეღვინე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.454 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |