The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოშრევან ჯიშკარიანი

ნოშრევან ჯიშკარიანი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1988  (34 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1975 წელს; 1975-1977წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში ("მაცნე", "მოამბე", "ლიტერატურათმცოდნეობა") და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე; ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. წერდა ლექსებს სასკოლო ასაკიდან. იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. მისი მშობლიური სკოლა სოფელ ნაგვაზაოში ნოშრევან ჯიშკარიანის სახელს ატარებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია". დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 416



ბიბლიოგრაფია


გააზიარე: