| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე (ხელმძღვანელი გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი (ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1965 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამლ "სალხინოს" მთავარ ქორეოგრაფად; 1967 წელს ქ. სოფიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე ანსამბლი "სალხინო" მისი ხელმძღვანელობით, გახდა ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედალოსანი; 1968 წელს ანსამბლ "სალხინო"-ს შეუერთდა მომღერალთა გუნდი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლს დაერქვა "რუსთავი"; 1975 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო ანსამბლის ტიტული; რ. ჭოხონელიძე არის ანსამბლ "რუსთავის" ერთერთი დამაარსებელი; 1965-1980წწ. იყო სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი და საკონცერტო პროგრამის დამდგმელი; 1980-1986წწ. ფოლკრლორის სახელმწიფო ანსამბლ "თბილისის" მთავარი ქორეოგრაფი (სამხატვრო ხელმძღ. რობერტ გოგოლაშვილი); 1986-2014წწ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფი (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი). განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა" (საგალობლების თანხლებით), "ხორუმი" (სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572; ანსამბლი "რუსთავის" პოსტი: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

