შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1942 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1946 წელს. მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის აპარატში; 1949-1953წწ. არჩეული იყო საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად; 1953-1964წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორად; შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც 1964-1974წწ. სკკპ ცკ-ის აპარატში ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები; 1974-1984წწ. იყო სსრკ გამომცემლობების, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პირველი თავმჯდომარე; სსრკ ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის მდივანი; ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას; იყო სსრკ-ესპანეთის, სსრკ-დანიის მეგობრობის საზოგადოებათა ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიო ლიტერატურის 200-ტომიანი ბიბლიოთეკის გამოცემაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1978); ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.942 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |