Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (საფორტპიანო), 1973 წელს (სადირიჟორო). 1970–2005წწ. იყო ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი, პარალელურად საქართველოს ფილარმონიის დირიჟორი; 1986 წელს შედგა დებიუტი: ს. ცინცაძე სიმფონია N2, დ. თორაძე "ინტერმეცო", სენ–სანსი "ცხოველთა კარნავალი"(სოლისტები მ. ფანიაშვილი, მ. ალთუნაშვილი); ქართული რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი", "დაისი", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია"; პირველი შესრულება, ოპერები და ბალეტები: დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"(1983, ქუთაისი), გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(1977, ქუთაისი), შ. დავიდოვ–დავითაშვილი "ვეფხი და მოყმე"(1978, ქუთაისი), ს. ცინცაძე ბალადა "არდავიწყება"(1986, ქუთაისი); ინსტრუმენტული კონცერტები: ი. ციცაძე კონცერტინო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1995, თბილისი), ა. მაჭავარიანი კონცერტი ვიოლონჩელოსათვის (1995, თბილისი), ა. შავერზაშვილი სიმფონია N5(1995, თბილისი), შ. დავითაშვილი სიმფონიური პოემა "9 აპრილი", ფ. ღლონტი სიმფონია–კონცერტანტე ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1995, თბილისი); სხვა რეპერტუარი, ოპერები: ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი" (ქუთაისი), რახმანინოვი "ალეკო" (ქუთაისი); ბალეტები: გერშვინი "ცისფერი რაფსოდია", ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი", ბიზე–შჩედრინი "კარმენ სიუიტა", გუნო "ვალპურგის ღამე", ი. შტრაუსი "ცისფერი დუნაი", დ. შოსტაკოვიჩი "ქალიშვილი და ხულიგანი", ბეთჰოვენი უვერტიურა "ეგმონტი"; საოპერო და სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 573; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |