შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის "ქარიშხალას" და სსრკ ნაკრების წევრი; სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში; ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1968 წელს მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი, რკინიგზელთა მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ხელბურთის განვითარების საქმეში; გამოირჩეოდა საჯარიმო ტყორცნების განუმეორებელი ხელწერით, განსაკუთრებული მახვილგონიერებით; მისი ყოველი ფინტი თუ ტყორცნა სიურპრიზი იყო მეტოქისათვის; შეტევისას ცრუმოძრაობათა კასკადით თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგის მცველებს; ამ და სხვა ღირსებათა გამო გულშემატკივრებმა "ხელბურთის პელე" შეარქვეს; დააარსა მსოფლიოში პირველი ოლიმპიური რეზერვის ხელბურთელთა უნიკალური სკოლა, რომელიც მისი სახელობისაა; სპორტის სახეობა: ხელბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.946; საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია: geohandball.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.124 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |