The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1915
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1993  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს ტაძრის ეზო, მცხეთა
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს.

1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია, მონაწილეობდა მის ექსპედიციებში; 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე; მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე; შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი, და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები; რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე; ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის "ბაგრატის ტაძარი", მცხეთის "სვეტიცხოვლის" ბჯე და თავად "სვეტიცხოველი", ბიჭვინთის ტაძარი, დრანდის ტაძარი, უბისისა და მარტვილის "სვეტები" და ა.შ. 1972 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არქიტექტორ რუსუდან მეფისაშვილის მეუღლე. არქიტექტურის მკვლევარი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემია, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: