The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან მიმინოშვილი

რომან მიმინოშვილი
Date of birth:3 May, 1928
Date of death:3 March, 1998  (at 69 years)
Category:Literary scholar, Scientist, Translator, Politician, Public Man, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს და ასპირანტურა 1955 წელს.

1958 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1974 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის  კულტურის განყოფილების გამგის მოადგილეა; პირველი ლექსი 1945 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ელადის მუზა" (ანტიკური ბერძნული პოეზიის ანთოლოგია) -1963 წელს; მასვე ეკუთვნის ნაშრომები "იოანე დამასკელის "გარდამოცემის" ქართული თარგმანები" (1966), "მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა" (1972, რუსულ ენაზე; თანაავტორი ი. ბოგომოლოვი), "გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი" (1978), იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებული "ბურთი ჩვენი არსობისა" (1970); ქართულად თარგმნა ვერგილიუსის "ენეიდა" (1976) და ჰომეროსის "ილიადა" (1979); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.702; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.256

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1998)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-)
  • სკკპ, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • 1994 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: