შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა კვერენჩხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია "ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღება მიიპყრო შესანიშნავი წიგნის "ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები: სლავკა ("ფილოსოფიის დოქტორი"), ლელა ("ბახტრიონი"), ლიზი ("წვიმის გამყიდველი"), ტურა ("ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი ("სეილემის პროცესი"), დედა ("მზიანი ღამე"), ანტიგონე ("ანტიგონე"), ფედრა ("ფედრა"), მედეა ("მედეა"), იოკასტე ("ოიდიპოს მეფე"), კლეოპატრა ("ანტონიოსი და კლეოპატრა"), ემილი დიკინსონი ("ამჰერსტის მშვენება"), პონსია ("ვთამაშობთ ჯინს") აბი პატემი ("სიყვარული თელებქვეშა") ნინო (ვ. როზოვის "ვახშმის წინ") პორცია ("იულიუს კეისარი"), კლეოპატრა "ანტონიოს და კლეოპატრა") და სხვა. ზინაიდა კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული. მისი პირველი შეხება კინოსთან შედგა 1965 წელს ფილმში "მიქელა", სადაც მან მაიას როლი შეასრულა. ამ ფილმს კი მოჰყვა ათამდე კინოსურათი: "ცისკრის ზარები", "გათენების წინ", "ფერმა მთაში", "ინდი მინდი" (სიმღერები შვილიშვილებისთვის), "გზა შინისაკენ", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 494; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |