The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თევდორე კველთელი

თევდორე კველთელი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1609
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

სოფელ კველთის მღვდელი. XVII საუკუნის დასაწყისში სამცხე-საათაბაგო ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. 1609 წელს ისინი ქართლშიც შემოიჭრნენ. ლუარსაბ II ამ დროს საზაფხულო რეზიდენციაში – ცხირეთში იყო მცირე ამალით. ოსმალები შემოვიდნენ ქართლის საზღვრებში, გამოიარეს ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მოადგნენ. გადაწვეს სოფლები და გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ ჩაიგდეს. საყარაულო რაზმებმა იარალისა და ზაქარიას მეთაურობით გვიან შეიტყვეს მტრის შემოსვლა, რომელიც ცხირეთისაკენ ცდილობდა გაჭრას. სოფელ  კველთასთან ოსმალებმა შეიპყრეს "მღვდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა" და მეფის სამყოფისაკენ გაძღოლა უბრძანეს. თევდორე კველთელმა სათანადოდ შეაფასა მდგომარეობა და მტერი სხვა გზით წაიყვანა–გოსტიბიდან ერთაწმინდაზე ჩამოიყვანა, ცხირეთს გზა აუქცია და სოფელ ქვენადრისისაკენ წაუძღვა. მეფესთან მყოფ გიორგი სააკაძესა და სარდალ ზაზა ციციშვილს ამ დროს ჯარის მომზადების საშუალება მიეცათ. ოსმალები ცხირეთს საკმაოდ დაშორებულები იყვნენ, როდესაც მღვდლის საქციელს მიხვდნენ. მათ თევდორე კველთელი აწამეს და თავი მოჰკვეთეს. იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად–წმინდა მოწამე თევდორე მღვდლის ხსენების დღეა 8(21) ივნისი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.643



გააზიარე: