შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1930 წელს. 1924 წლიდან(ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში: 1941–1954წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" მმართველი, 1954–1959წწ. თბილისის მთავარი არქიტექტორი, 1960–1967წწ. საპროექტო ინსტიტუტის "საქგიპროტორგის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში(1950, თ. ჭოველიძისა და მ. კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტექტორ ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, პ. მელიქიშვილის ქუჩა, 8, არქიტექტორ ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტექტორ ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.644 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |