შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიო ქობალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლექობალე, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1992წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში; არის ავტორი სოხუმში გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებულისა და რიგი გამოუქვეყნებელი ნაშრომისა ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური ლექსიკოგრაფიის და ეთნოგრაფიის სფეროში; არის 13 პოეტური კრებულის ავტორი; გერმანიაში გამოვიდა მისი 1600 გვერდიანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომი "მეგრულ-ქართული ლექსიკონი" ორ ტომად, რომლის გამომცემელიც არის შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი ვოლფგანგ ფოიერშტაინი; მას ეკუთვნის სხვადასხვა ისტორიოგრაფიული, მითოლოგიური, კოსმოგონიური გამოკვლევები, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ასევე ნაშრომები ქართველური ენების შედარებითი ლექსიკოგრაფიის დარგში. ქართულის გარდა, ლექსებს წერდა მეგრულ ენაზეც. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.319 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |