შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატო ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს. 1970–1979წწ. იყო საქართველოს კამერული ორკესტრის, პარალელურად 1972–1979წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ორკესტრანტი; 1979 წლიდან საქართველოს კამერული ორკესტრის სიმებიანი კვარტეტის, 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი; 1980–1993წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში; 1993–1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი ახალი შემადგენლობით(I ვიოლინო გ. მელიქიშვილი) მოღვაწეობს საფრანგეთში სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან"; 1996–2001წწ. იყო კაიროს კონსერვატორიის პედაგოგ–ექსპერტი(ალტის კლასი); 2002 წლიდან ფრანგული კვარტეტ "არპეჯიონეს" წევრი(ი. ფლორი – I ვიოლინო, ნ. რისლერი – II ვიოლინო, ა. ხარაძე – ალტი, ს. ჩიჯავაძე – ვიოლონჩელო); ეწევა ქართული მუსიკის პროპაგანდას; ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი ალტის კონცერტი, კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი(1988, პირველი შესრულება), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1, გ. ცინცაძე ალტის სონატა, მ. ოძელი I კვარტეტი, კვარტეტი N2 "აუვენირი", კვარტეტი N3, ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(1981), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" ბარიტონთან ერთად(1980, პირველი შესრულება, სოლისტი ელდარ გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11(მიძღვნილი საქტელერადიო კვარტეტის ამ შემადგენლობისადმი), ბ. ტუღუში კვარტეტი N1, ვ. აზარაშვილი საკვარტეტო მინიატურა "მშობლიური მხარის ექო"(1980, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩის N9 კვარტეტი; გასტროლები: გერმანია, იტალია, საქართველო, თბილისი(2014), წინანდალი(2015); ალტისტი, კვარტეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 578 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |