შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კვირიკე II![]()
ბიოგრაფია929-976წწ. კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი); მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. 957 წელს აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მა განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, აღადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 499; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |