The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ხახუტაშვილი

დიმიტრი ხახუტაშვილი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:2007  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1960 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1954 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; ნამუშევრები: ფერწერა - "უხუცესი ქართველი მხატვრები" (1953, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), "ჭიდაობა" (1957, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი), "გოგონა ძაღლთან ერთად" (1959, მხატვრის სახელოსნო), "ნაშვილები" (1967, სურათების ეროვნული გალერეა), "შოთა კალანდარიშვილის პორტრეტი" (1972, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), სერია - "ქართლის ცხოვრება" (1973-1997), "კიდევაც დაიზრდებიან" (1986), "ქსნის ციხის ლეგენდა" (1987) და სხვა; გაფორმებული აქვს 100-მდე წიგნი (რ. რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი", მ. შოლოხოვის "წყნარი დონი" და სხვა); თანამშრომლობდა ჟურნალში ("დროშა", "პიონერი", "დილა"); მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; პროფესორი (1974). ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.988; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰუმანიტარული აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: