შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ხელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მსახიობ-კონფერანსიედ; 1948 წელს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1949 წლიდან მუშაობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში მსახიობად; ჰქონდა ხავერდოვანი ლამაზი ტემბრის ხმა, შესანიშნავი სცენური გარეგნობა, მის გმირებს მუდამ თან ახლდა გრძნობათა სიწრფელე, უშუალობა, მიმზიდველობა; შესრულებული როლებიდან (100-ზე მეტი) აღსანიშნავია არსენა (ვ. ცაგარეიშვილის "არსენა ოძელაშვილი"), გიჟუა (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფირუზა (გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი"), დონ კიხოტი (მიჩ ლის "ლამანჩელი"), თავადი ორლოვსკი (ი. შტრაუსის "ღამურა"), ჯიმი (რ. ფრიმლისა და ჰ. სტოტჰარტის "როზ-მარი"), ვახტანგი (გ. ცაბაძის "ბრწყინვალე მომავალი") და სხვა; გადაღებულია კინოფილმებში" ნ. შენგელაიას "სამშობლო", 1938; დ. ანთაძის "ქალიშვილი ხიდობნიდან", 1940; ნ. სანიშვილის "ბედნიერი შეხვედრა", 1949; გ. მგელაძის "მაცივარში ვიღაც იჯდა", 1984; წარმატებით გამოდიოდა როგორც საესტრადო მომღერალი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.988 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |