The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუდარ ხახანოვი

დუდარ ხახანოვი
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1995  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1940–1942წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(სავიოლინო), 1947–1952წწ.(საკომპოზიციო).

1937–1940წწ. და 1942–1946წწ. იყო ქ. სტალინირის(ცხინვალი) დრამატული თეატრის ორკესტრის მუსიკოსი და მუსიკალური ნაწილის გამგე; 1942–1946წწ. ცხინვალის ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური განყოფილების გამგე, პარალელურად მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1946–1949წწ. იყო თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის ორკესტრის მუსიკოსი; 1952–1953წწ. სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი; 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; თხზულებები: პირველი ოსური ოპერეტა "ხანძერიფა"(1948, მ. შავლოხოვის ლიბრეტო), ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო, სავიოლინო, მცირე ფორმის ვოკალურ–ინსტრუმენტული, კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები, სიმებიანი კვარტეტი(1948), რომანსები(ოსი პოეტების ლექსებზე), გუნდები(ხალხურ და ოსი პოეტების ლექსებზე), კანტატა, ხალხური სიმღერები დამუშავებული მუსიკალურ–დრამატული სპექტაკლებისათვის; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1973), საქართველოში მცხოვრები ოსი კომპოზიტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 581; http://ru.wikipedia.org/wiki/Хаханов,_Дудар_Соломонович

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1969 - ჩრდილო ოსეთის ასსრ კ. ლ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1960 - ჩრდილო ოსეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: