შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომან ხერხეულიძე![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი; მისი თხზულება "მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა" მოიცავს 1722-1787წწ. ქართლ-კახეთის ისტორიას, რომლის უმთავრესი მიზანია ერეკლე II-ის მოღვაწეობის შეფასება. ქვეყნის წინაშე ერეკლე II-ის უმთავრეს დამსახურებად მას მიაჩნია ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება, რაც თხზულების სათაურშიც აქვს გამოტანილი: "...თუ ვითარითა შრომითა მიიღო მან მეფობა ქართლისა... და შემდგომად შეაერთა მან სკიპტრაი ორ-მეფობითი". ამ დიდი საქმის დაგვირგვინებისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის დაუფლებასა და ყიზილბაში მეციხოვნეებისაგან მის გაწმენდას; ის დაწვრილებით მოგვითხრობს ერეკლე II-ის ენერგიულ ბრძოლას თბილისისათვის ჯერ ქართლში მისი ხელისუფლების მოცილე აბდულა-ბეგის, შემდეგ კი თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონის წინააღმდეგ; ავტორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის მოქალაქეთა პოზიციაზე, რამაც მისი აზრით, გადამწყვეტი როლი შეასრულა მეფის სასარგებლოდ; როდესაც ერეკლე II ქართ-კახეთის ჯარებით მოადგა ქალაქს, "უმეტეს ტფილისის მოქალაქენი იბრძოდნენ ციხესა და მტკიცედ სდგნენ ერთგულებასა მეფის ირაკლისასა", - აცხადებს ხერხეულიძე; შემდგომშიც თბილისი ყოველთვის რჩებოდა ერეკლე II-ის მთავარ საყრდენ ბურჯად მის ხანგრძლივ და მძიმე ბრძოლაში; მისი მიხედვით, პირველად თბილისში აღინიშნებოდა და შემდგომ მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა როგორც გამარჯვების სიხარული, ისე დამარცხების სევდა. ერეკლე II-ის კარის ისტორიკოსი, ლაშქარნივისი, მდივანბეგი (მოსამართლე). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.992; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |