შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინდია ხითარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1991 წელს(გუნდის დირიჟორობა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს(საკომპოზიციო), საქართველოს ხელოვნების აკადემია 1996 წელს(საკომპოზიციო). 1996 წლიდან არის ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1998 წლიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის კომპოზიტორი და პროდიუსერი; 2001-2012 წწ. ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის (ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) პედაგოგი, მიჰყავდა კომპოზიციის, პოლიფონიისა და საკრავთმცოდნეობის კურსი. 2002 წლიდან სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პედაგოგი(გაორკესტრება, არანჟირება); თხზულებები: როკ–ოპერა "თავფარავნელის ბალადა"(2009, პირველი შესრულება ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, 2010), მუსიკა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებისათვის: "არგონავტები", "ბრემენელი მუსიკოსები"; 2012 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში. არის ქ. ხაიფის დ. ვაიცმანის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი და სახელოვნებო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. ხაიფის სახელმწიფო დრამატული თეატრის კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. გასტროლები: ანკონა, მაჩერატა, მილანი, მოსკოვი, კიევი, სტამბული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |