შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა კუპრი![]()
ბიოგრაფიაქართველი ფეოდალი, ჰერეთის ერისთავი XIII საუკუნის 30-40-იან წლებში. ზოგიერთი მოსაზრებით "კუპრი" მას ეწოდა სახის კანის სიშავის გამო, ზოგის აზრით კი, იმის გამო რომ მის სამფლობელოში კუპრი მოიპოვებოდა. უარყოფილია შეხედულება, თითქოს შოთა კუპრი მანის მოძღვრების მიმდევარი და ამდენად, ქრისტიანული სარწმუნოებისგან განდგომილი ("კუპარი") იყო (პ. ინგოროყვა). ზოგიერთი მკვლევარი შოთა კუპრს ვეფხისტყაოსნის ავტორად მიიჩნევდა (თეიმურაზ ბატონიშვილი, მარი ბროსე, პ. ინგოროყვა). შოთა კუპრი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც დასავლეთ საქართველოში გადასულმა მეფე რუსუდანმა მონღოლებთან შეთანხმება გადაწყვიტა, შანშე და ავაგ მხარგრძელებთან და ვარამ გაგელთან ერთად შოთა კუპრიც გაგზავნა მათთან მოსალაპარაკებლად. აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულ რუსუდანს და მის ვაჟს დავითს, სხვა დიდებულებთან ერთად მიეგება შოთა კუპრი. მან მონაწილეობა მიიღო კოხტასთავის შეთქმულებაში. სხვა ქართველ მთავრებთან ერთად ის შეეგება პატიმრობის შემდეგ მცირე აზიიდან დაბრუნებულ ლაშა-გიორგის ძეს დავითს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.16
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |