შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში, სადაც გიმნაზიაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სასულიერო გალობას; ტიპიკონის ქართული ვერსიის ავტორი; დიდი დამსახურება მიუძღვის სასულიერო საგალობლების, ხალხური სიმღერების შეკრება, ჩაწერასა და პოპულარიზაციაში; 19885–1912წწ. გამოსცა ქართული სასულიერო საგალობლის 10–ზე მეტი კრებული, მათგან აღსანიშნავია: "შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი" (1887, ქუთაისი), "ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი"(1894, ქუთაისი), "ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე" (1902, ქუთაისი), "ქართული გალობა(ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)" (1911, თფილისი), "საეკლესიო ტიბიკონი"(1910, ქუთაისი); ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობა, "საჯავახოელი"-ს, "საჯაოხელი"-ს, "ქართველიშვილი"-ს ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "მწყემსი", "კოლხიდა", "განათლება", "ჩვენი ქვეყანა"); 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული; ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "უცნაური ქორწილი"; მეგობრობდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან, ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთნ, მ. გურიელთან; დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემკრები, ნოტებზე გადამტანი და შემსრულებელი, ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 588; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.401 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |