Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში, სადაც გიმნაზიაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სასულიერო გალობას; ტიპიკონის ქართული ვერსიის ავტორი; დიდი დამსახურება მიუძღვის სასულიერო საგალობლების, ხალხური სიმღერების შეკრება, ჩაწერასა და პოპულარიზაციაში; 19885–1912წწ. გამოსცა ქართული სასულიერო საგალობლის 10–ზე მეტი კრებული, მათგან აღსანიშნავია: "შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი" (1887, ქუთაისი), "ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი"(1894, ქუთაისი), "ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე" (1902, ქუთაისი), "ქართული გალობა(ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)" (1911, თფილისი), "საეკლესიო ტიბიკონი"(1910, ქუთაისი); ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობა, "საჯავახოელი"-ს, "საჯაოხელი"-ს, "ქართველიშვილი"-ს ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "მწყემსი", "კოლხიდა", "განათლება", "ჩვენი ქვეყანა"); 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული; ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "უცნაური ქორწილი"; მეგობრობდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან, ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთნ, მ. გურიელთან; დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემკრები, ნოტებზე გადამტანი და შემსრულებელი, ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 588; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.401 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |