შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ორი წლის ასაკში, ათი თვის მანძილზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში დაღესტანში. შემდეგ იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა, სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წვერი, გურიის გლეხების დასახმარებლად შექმნილი სახლთგადამწვართა კომიტეტის თავმჯდომარე. განათლება მიიღო პარიზში, ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ფრანგულად გამოსცა ლექსების კრებული ფსევდონიმით "საზანდარი". 1919-1920 წწ.-ში რედაქტორობდა გაზეთებს - "თავისუფალი საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა" (ორივე ფრანგულ ენაზე). ფრანგულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" (გამოიცა 1977 წელს). თარგმნილი აქვს ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის, ნიკ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას თხზულებები, მ. ლერმონტოვის პოემა "დემონი", ოპერა "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტო და სხვ. შეაგროვა ქართული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და ვენეციაში, საკუთარ ვილაში მოაწყო ქართული კულტურის მუზეუმი. ქართველი საზოგადო მოღვაწე, გენერალ დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, თავად ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის მეუღლე. წყარო: თავადი ჭავჭავაძეები : ისტ. ნარკვევი /იური ჩიქოვანი.-თბ.,2002 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |